სერიალ The City and The City-ში ქართული წარწერებია გამოყენებული

0
1320

ახალ მინისერიალში The City and The City, რომელიც BBC Two-ზე გადის, ქართული წარწერებია გამოყენებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარწერები შინაარსს მოკლებულია.

ფილმში გამოგონილ, მისტიკურ ენაზეა საუბარი. ფილმის შემქმნელებს სურდათ, განსხვავებული მოყვანილობის დამწერლობა შეერჩიათ და ამისთვის ქართული ანბანი შეარჩიეს. როგორც კილის უნივერსიტეტის თანამედროვე ენების პროგრამის დირექტორი ელისონ ლონგი ამბობს, როდესაც გამოგონილი ენის არჩევაზე დადგა საქმე, არჩევანი ქართულ დამწერლობაზე შეაჩერეს, რომელსაც ლათინური ანბანისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოყვანილობა აქვს.ფენტეზის, დეტექტივის ჟანრის სერიალი The City and The City ჩაინა მიევილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. სერიალის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევის გამოძიებას ეხება. ინსპექტორი ბორლი მკვლელობის გამოსაძიებლად ერთი ქალაქიდან მეზობლად მდებარე მეორე ქალაქში მიდის. სწორედ ამ ქალაქში გვხვდება უამრავი ქართული წარწერა. ქალაქის მცხოვრებლების როლების შესასრულებლად კი მიიწვიეს მსახიობები, რომელთაც ბრიტანული აქცენტი არ აქვთ. განსხვავებული ენა ამ ქალაქისთვის ლინგვისტების ჯგუფმა მოიფიქრა.