ბარის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებითა   დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი„

0
4298

15 აპრილს, იტალიის რესპუბლიკის ქ. ბარში, ბარის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებითა   დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები „დედაენაზე“.

„ერის ცხოვრება მისი დიდება მისი ისტორია დაცული არს ენით, რა ენა წახდეს ერიც დაეცეს წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდასა. თავის დროზე თქვა გრიგოლ ორბელიანმა და ამ სიტყვებში ჩადო უდიდესი სიბრძნე.
დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება ქართულ ენას დაცვა, როცა ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქე საზღვრებს გარეთ იმყოფება, როცა იბადებიან ახალი თაობები უდიდესი მნიშვნელობა აქვსგვახსოვდეს თუ საიდან მოვდივართ. და ჩვენ ეს შევძელით, სულ ცოტახნის წინ ქალქ ბარიში ვერც ვერავინ წარმოიდგენდა რომ ვიარსებებდით მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.ჩვენ გავიზრდებით ფეხზე მყარად დავდგებით და ვეცდებით აქ ამ უცხო მიწაზე ქართველ ბავშვებს ჩავუნერგოთ თუ ვისი გორისანი არიან.
იტალიის ქალაქ ბარის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. ფრიად მნიშვნელოვანია უცხო მიწაზე ქართული გენის და ფესვების არ დავიწყება. სკოლის ადმინიტრაციამ ისინი სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.
მე როგორც სკოლის დამფუძნებელი მადლობას ვუხდი მთელს ჩემს გუნდს დაუღალავი შრომისთვის.
წინ კიდევ ბევრი და სასიკეთო საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ ამას მხოლო ერთსულოვნებით შევძლებთ. ავტორი.ნინა რურუა