სომხეთის ახალმა პრემიერმა სომხური დიასპორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დიასპორების მინისტრი შეცვალა

0
1121

სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად დამტკიცების შემდგომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა . სომხეთის ახალმა პრემიერმა სომხური დიასპორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დიასპორების მინისტრი შეცვალა, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორების ახალ მინისტრად სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ფრაქცია „ელქის“ წევრის მხითარ ჰაირაპეტიანის დანიშვნის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 

წინა ხელისუფლების მიმართა უკმაყოფილებას სომხური დიასპორა ღიად გამოხატავდა, საჯაროდ და ოფიციალურად კი 2017 წლის 21 სექტემბერს სომხური დიასპორის მეექვსე კონფერენციაზე ერევანში კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა არამ I ქეშიშიანის მიერ დაფიქსირდა, როდესაც მან ყოფილ პრეზიდენტს და მოქმედ კათილიკოს მიმართა და განაცხადა : ,, მოდით, ვიყოთ რეალისტები და გულახდილები. სომხეთი იცლება, დიასპორა კი სულს ღაფავს. ამ საშიში რეალობის ფონზე შემთხვევითი ინიციატივები ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს და ვერ მოგვიშუშებს იარებს, სომხეთი სასეირნო და ბიზნეს-საქმიანობის ადგილი ან ბაზარი არაა, ეს არც საშვია, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მხოლოდ ამგვარი მიდგომა გვქონდეს სომხეთის მიმართ.
სომხეთი — ეს სომხების სავარაუდო სახლია, წარსულის, აწმყოსა და მომავლის სახლი. ჩვენ სათქმელიც და საკეთებელიც გვაქვს ამ მიმართულებით: სომხეთი ჩვენ უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ, მაგრამ ამ ურთიერთქმედების განხილვა მხოლოდ ეკონომიკური პროექტების კუთხით არ შეიძლება. ჩვენი საუკუნოვანი ისტორია იმას ამტკიცებს, რომ ერის გადარჩენა მის კოლექტიურ ძალაშია,ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სასომხეთი და ყველა ჩვენგანმა– სასომხეთისა და სომხური დიასპორის სომხებმა – ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის გამყარებას ” განაცხადა დაახლოებით ერთი წლის წინ არამ პირველმა სომხური დიასპორის მეექვსე კონფერენციაზე .

სომხეთის დიასპორების მინისტრი გრანუშ აკოფიანი სომხურ დიასპორაში დაბალი რეიტინგით სარგებლობდა მისი და სომხეთის წინა მთავრობის დიასპორის მიმართ განხორციელებული პოლიტიკით უკმაყოფილებას სომხური დიასპორა ღიად გამოხატავდა ყველა ოფიციალურ შეხვედრასა თუ საზოგადოებრივი გამოსვლებისას.