ქართველმა ემიგრანტმა, თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ერთ-ერთი ემიგრანტი წერს, თეას ნიკოლეიშვილის თვითმკვლელობის მიზეზი ფსიქოლოგიური სტრესი გახდა, რომელიც მან ვერ გადაიტანა.
,,დღეს იტალიის ქალაქ მარტინა ფრანკაში, სადაც ამჟამად ვიმყოფები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა, თეა ნიკოლეიშვილმა. უზომოდ ვწუხვარ. ყველა შოკში ვართ” – წერს მზია ალადაშვილი.