პრეზიდენტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 23 სტუდენტს ჯილდოები გადასცა

0
3805

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 23 სტუდენტი დააჯილდოეს.

 

კონკურსში მონაწილეობდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან, შსს აკადემიიდან, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

სტუდენტები 1+4 პროგრამას გადიან, რომელიც ქართული ენის შესწავლას გულისხმობს. საკონკურსო პროგრამა ესეების, კალიგრაფიის და ნახატების კატეგორიებში იყო გამოცხადებული. ღონისძიებაზე ფილმის ჩვენებაც გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოამზადეს.

სტუდენტებს  ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. ღონისძიებაზე განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები იყვნენ მიწვეულნი.

როგორც აღინიშნა, პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ჩართულობის ხარისხის ამაღლება საუნივერსიტეტო და ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებრვ-პოლიტიკურდა სოციალურ ცხოვრებაში.

წყარო:1tv.ge