უცხეთში სამკურნალოდ წასულმა ნიკოლოზ ვაჭრიძემ DIASPORA.GE -ს ადმისტრაციას გერმანიიდან, ქალაქ ჰანოვერიდან წერილი მოგვწერა და თანამემამულე ქართველების გვერდში დგომის იმედი აქვს:,,თანამემამულეებო,თქვენი დახმარება მჭირდება,რათქმაუნდა თუ შესაძლებელია… ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ეტლით მოსარგებლე, გერმანიაში ჩამოვედი სამკურნალოდ მეუღლესთან ერთად. უკვე 6 თვეა და ჯერჯერობით ვერ დავიწყე მკურნალობა, სულ ახლახანს მომივიდა უარის ე.წ. ,,ნეგატივი” , რომელიც ითვალისწინებს ერთ კვირის ვადაში გასაჩივრებას, ავიყვანე ადვოკატი და მითხრა, რომ ძალიან მინიმალური შანსი მაქვს მივიღო დახმარება. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, საქართველოში აღარც სახლი მაქვს და ჩემს მდგომარეობაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია თუ არ ვიმკურნალე . თუ ვინმემ იცით რა შეილება გავაკეთი გთხოვთ გამომეხმაურეთ. ” – წერს გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტებს ის.
საკონტაქტო: https://www.facebook.com/niko.vachridze.9