რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე, ფეხბურთელის, საბა კვერკველიას სახლში, ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვნეს, რომლის ამოცნობაც, პასპორტის მიხედვით მოხდა.
ეს ინფორმაცია, პირველმა ტელეგრამის არხმა “Mash”-მა, გუშინ გაავრცელა, შემდეგ კი რუსულმა მედიამ აიტაცა. პირველადი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ზედოზირებაა.
“Mash”-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივარი, მოსკოვში, მეგობართან ერთად ჩავიდა. საბას თხოვნით, მას აეროპორტში, მოსკოვის ლოკომოტივის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი მოსკოვში, მუნდიალის თამაშებზე დასწრებას გეგმავდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის გვამი, კარის მეზობელმა აღმოაჩინა.
“მისი მეგობარი არაადეკვატურად იქცეოდა, მან, თავისი ბარგი შეაგროვა და სწრაფად გაეცალა ბინას. შემთხვევის ადგილზე ნახეს ერთჯერადი შპრიცები, გვამს კი, ინექციის კვალი ეტყობოდა” – წერს წყარო.
საბა კვერკველიას, ეს ამბავი, კვიპროსში, შეკრებაზე შეატყობინეს.
ამ ინფორმაციას, რუსულ მედიაში, თავად საბა კვერკველია გამოეხმაურა:
– “მე, იმ ბინაში, უკვე 6 თვეა, რაც არ ვცხოვრობ. ის, მეგობარს მივეცი და მას მერე ერთხელაც არ ვყოფილვარ ბინაში. გარდაცვლილი, ჩემი მეგობარი არ არის. ის, ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ცნობილია საქართველოში. მე ვისაც ბინა დავუთმე, ის, მისი ახლო მეგობარია. თავად, საქართველოში, სახლში ვიმყოფები და ყველაფერი, მედიიდან გავიგე და შოკირებული ვარ” – ამბობს კვირკველია.
წყარო: pop sport