ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ცნობით, 2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ჯამში, 11 428 შემთხვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, 2015 წელს – 3 688 საქართველოს მოქალაქე; 2016 წელს – 3 601; 2017 წელს კი – 4 126 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც დეპორტაციის შემთხვევები ყველაზე ხშირია ჩამონათვალში ლიდერობს თურქეთი. ასევე ამ ქვეყნებს შორისაა: გერმანია, ისრაელი და რუსეთი.