გერმანიის მთავრობა იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაზე შეთანხმდა.

0
1410

Deutsche Welle- ს  ცნობით გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირებმა და აგრეთვე „დიდ კოალიციაში“ მათთან ერთად შემავალმა სოციალ-დემოკრატილმა პარტიამ იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

მთავარი დისკუსიის მთავარი თემა  მიგრანტების პირველადი რეგისტრაციის საკითხი იყო, კოალიციამ მიიღო გადაწყვეტლება, რომლის თანახმადაც მიგრანტების საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ამ დრომდე ისინი დროებით განთავსების ცენტრებში იმყოფებიან.