საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნელობებთან არსებული საკონსულო განყოფილებები, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის იმ სახელმწიფო უწყებას,რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ, მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები. რომლის საფუძველზე საკონსულო ემისახურება მისი მომსახურეობის მსურველ პირებს. საქართველოს კანონით სხვადასხვა მომსახურეობაზე დაწესებულია სხვადასხვა გადასახადი – საკონსულო მოსაკრებელი, დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის, მაგრამ არსებობს მომსახურებები როლებზეც მომსახურეობის მსურველი პირი არანაირ თანხას არ იხდის ესენია :
- საკონსულტაციო მომსახურება – საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეების კონსულტირება. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. განსაზღვრულია კონკრეტული სფეროები, რა მიმართულებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და არის უფასო.
- საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო მომსახურეობის ის სერვისია რომლის მიღებაც თანხის გადახდის გარეშე შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი.საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენის მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მხრიდან თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს. გთხოვთ, წარმოადგინოთ შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა.
3. სამოქალაქო აქტი – გარდაცვალების რეგისტრაცია საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის თანახმად არის ასევე უფასო. საკონსულო სამსახური უფლებამოსილია დაარეგისტრიროს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, როგორც წესი ხსენებული ფაქტი რეგისტრირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ, რაც საჭიროებასაღარ ქმნის, რომ დამატებით დარეგისტრირდეს ფაქტი საქართველოს საკონსულოში.გარდაცვალების რეგისტრაცია და გარდაცვალების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია თუმცა თუ დაგჭირდათ იცოდეთ რომ ეს მომსახურებაც უფასოა.
6. სამოქალაქო აქტი – ქორწინების რეგისტრაცია