25 და 27 ივლისს კვიპროსის ანტიკურ სცენებზე რუსთაველის თეატრის დასი სპექტაკლით წარსდგება

0
1094

 25 ივლისს ქ. პაფოსის ანტიკურ ამფითეატრ ოდეონში და 27 ივლისს ქ. ნიქოზიაში ამფითეატრ „სკალის“ სცენაზე  რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას რეჟისურით წარადგენს სპექტაკლს „ელექტრა“(სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით) , სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო კასრაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, დავით გოცირიძე, ლაშა ჯუხარაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ლელა ახალაია, თამთა ინაშვილი, ბესო ზანგური და გაგი სვანიძე

  კვიპროსში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს ბიბილეთების შეძენა შეუძლიათ ელექტრონულად ვებ-გვერდზე: www.SoldoutTickets.com.cy ან სპეციალურ ჯიხურებში.

რუსთაველის თეატრის გასტროლები კვიპროსში კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის სამსახურის, საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტის კვიპროსის ცენტრის და კვიპროსის ტურიზმის ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული ძველი ბერძნული ტრაგედიების ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში . პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია ასევე საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში.

ELECTRA by Sophocles