მოლოდინის რეჟიმი ისევ დაბრუნების მოლოდინით – ინტერვიუ ანა ბალამწარაშვილთან

0
2246
   ქალბატონმა ანნა ბალამწარაშვილმა საქართველო 26 წლის წინ დატოვა ,ისე როგორც ყველა ქართველმა,მანაც გადაწყვიტა რომ უკეთესი ცხოვრება და მომავალი შეექმნა საკუთარი შვილებისთვის, მიეღო განათლება და შემდგომ დაბრუნებულიყო საქართველოში უკვე იმისათვის რომ  ქვეყანას გამოსდგომოდა მიღებული განათლებით და გამოცდილებით,მაგრამ ეს მოლოდინის რეჟიმი, როგორც თვითონ ამბობს –  ისევ ჩართულია- ისევ დაბრუნების მოლოდინით, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად მოახდინა  თავის რეალიზება ახალ სამყაროში და დღეს ბელგიაში საადვოკატო ფირმის თანამშრომელია, დამფუძნებელი და თავმჯდომარეა დარეჯან ღამბაშიძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის (ბრიუსელი)  და “ემიგრანტის სახლის” (თბილისი)
“STOP Corruption” დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ბელგიაში , ანა ბალამწარაშვილი იმ იშვიათ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეკუთვნება რომლებიც ადგილამყოფელ ქვეყნებში პოლიტიკურად არიან აქტიურები , ქალბატონი ანა არის ბელგიის სოციალ-დემოკრატების წევრი, შესაბამისად ჩვენი ინტერვიუც ქალბატონ ანნასთან ვერ ასცდა ემიგრანტებზე, ქართულ დიასპორასა და პოლიტიკური საკითხების სფეროს. 

 – ქალბატონო ანნა, როგორ მიგაჩიათ ქართული სათვისტომო ორგანიზაციების მისია ? რა გამოწვევებს ხედავთ თქვენ და რა გსურთ მომავალში გაუკეთოთ თქვენი ორგანიზაციის წევრებს და ზოგადად ემიგრანტებს?

 ჩემი მთავარი მიზანია როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მეტი ევროპა საქართველოში,მეტი განათლებული და გამოცდილი ემიგრანტის ხელშეწყობა იქნებ და მოინდომოს ქვეყანამ მათი უკან დაბრუნება და “გამოყენება”ქვეყნის სასარგებლოდ,მთავარიაა მეტად გავაცნოთ ქვეყანა უცხოეთში,და ყველაზე დიდი საქმე რისი გაკეთებაც მინდა არის ის რომ ქართული ლობი შევქმნათ უცხოეთში მოღვაწე ქართველებისგან!
– საქართველოს დიასპორის სტრატეგიაში აღნიშნულია რომ მთავრობის მხრიდან უნდა ხდებოდეს დიასპორული ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით ხელშეწყობა, როგორ ფიქრობთ რამდენად სრულდება ეს მუხლი?
 –  რამდენად სრულდება??? თუ რომელიმე ქვეყანაში შესრულდა და არ ვიცი ეს სხვაა, მაგრამ რომ არ(თუ ვერ) სრულდება ეს კიდევ სხვაა,თავად ამბობენ რომ ბიუჯეტია მწირი,მაგრამ ერთი რამე არ ესმით მათ ბიუჯეტს ადგენს და ანაწილებს რომ,რომ არა ემიგრაციიდან გადმორიცხული თანხები,ამ ბიუჯეტის შედგენაც გაუჭირდებოდათ, ამიტომ არ მესმის მავანთა წუწუნი და არა საქმის კეთების სურვილი.
 – საქართველოს აღმასრულებელ რგოლში დიასპორის მაკოორდინირებელი ორგანო სამინისტროს სახით არსებობს, როგორ ფიქრობთ რამდენად დამაკმაყოფილებელია არსებული მოდელი და რას შეცვლიდით თქვენ რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას?
– საქართველოს აღმასრულებელ რგოლში იქ სადაც დიასპორის საკითხები წყდება,თავად ემიგრანტებს მოვიწვევდი და მათთან ერთად შევცვლიდი ბევრ რამეს! ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მონაწილეობას იღებდნენ ასეთ პროცესებში,უცხოეთში შევქმნიდი რგოლებს(საბჭოებს) დამოუკიდებლად საელჩოებისგან სადაც დავასაქმებდი ემიგრანტებს და მათგან მოვიპოვებდი როგორც ინფორმციას ასევე მივიღებდი რჩევებს და ეს იქნებოდა მუდმივი და ცოცხალი პროცესი,გავმართავდი live კონფერენციებს …..უამრავი რამის გაკეთება შეიძლება …
– მოგეხსენებათ რომ დიასპორის წარმომადგენლებს ირჩევენ ევროპული ქვეყნების პარლამენტებში , როგორ ფიქრობთ საქართველოს პარლამენტში რატომ არ არის დიასპორის წარმოამადგენლები და რა უნდა გაკეთდეს რომ საპარლამენტო პოლიტიკის ფორმატში წარმოდგენილი იყოს ქართული დიასპორა?
–  პირველ რიგში უნდა მოხდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში,მე ძალიან მომწონს ამ ქვეყნების მოდელები და გაამართლა კიდეც,რადგან ჩვენ ემიგრანტები ზუსტადაც რომ პოლიტიკის ნაწილი ვართ ჩვენი ქვეყნის,ჩვენს მხრებზე გადადის ეკონომიკის ძირითადი განვითარება, ჩვენ ვართ “არალეგალი ელჩები” ქვეყნის და რა არის იმაში ცუდი თუ ჩვენი წარმომადგენლები გვეყოლება საკანონმდებლო ორგანოში? რა არის იმაში ცუდი თუ ჩვეს გამოცდილებას ქვეყანა “გამოიყენებს”, ვის თუ არა ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით სად რა გვჭირდება ემიგრანტებს !
 – საქართველოს პოლიტიკური პარტიების აბსოლიტურ უმრავლესობას საკუთარ პროგრამებში დიასპორის და მიგრაციის მიმართებით არაფერი უწერიათ რას უკავშირებთ ამას ?
– ქართულ ოცნებას კარგი პროგრამა ჰქონდა მოიხიბლა ამომრჩეველი,სადააა? აგუუგუნებული ქვეყანა? სოფელი? დასაქმებული ხალხი? იაფი კრედიტები? და ა.შ!!!! პოლიტიკა ჯერ უნდა ისწავლო და მერე გახდე,საქართველოში უკუღმააა! საარჩევნო სისტემა დასახვეწია! სანამ პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესების “დასაკრიშად” მოდიან იქ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ,ემიგრაცია კი იმაზე შორსააა ვიდრე ცხვირი!
 როცა აცხადებ რომ პოლიტიკოსი ხარ და სულ მინიმუმ ის არ იცი რომ იმ ქვეყნის რომელშიც ცხოვრობ და “პოლიტიკოსობ” უმრავლესობა ემიგრაციაშია,ის რომ ხელფასს, რომ იღებ ისიც იმ წასული ხალხის დამსახურებაა,  რომელ პროგრამაზეა საუბარი? პროგრამებს მგონი ერთმანეთისგან იწერენ!
 – როგორ საქართველოს ისურვებდით და რა მთავარი სათქმელი გაქვთ უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის?

მე რომ ვისურვებდი ის საქართველო შორსააა! საქართველოს ვიურვებდი ერთიანს,ძლიერს და უემიგრანტებოდ!

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.