ერთწლიანი სავალდებულო სამსახური ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს გერმანულ საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრირებაში დაეხმარება, – ამის შესახებ მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ ალტერნატიული სამსახური იგულისხმა, თუ სამხედროც. „თუ ლტოლვილები, ნებაყოფლობით ან იძულების წესით ერთი წელი იმსახურებენ, ეს სახელმწიფო საქმეებსა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას წაადგება. ამავდროულად, ეს საზოგადოებაში ლტოლვილების რეპუტაციასაც აამაღლებდა“, – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, გერმანიის მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამსახურის დაბრუნების იდეამ პარტიაში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. „ჩვენი პარტია მიიჩნევს, რომ ასეთი სამსახური აქტუალურია არა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებისთვის, არამედ ლტოლვილებისთვის და თავშესაფრის მაძიებელთათვის“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიული სამსახური გერმანიაში 2011 წლის 1 ივლისს გაუქმდა.