სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად – მას განცდა არ აქვს, რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებშიც. მისივე თქმით, აღნიშნული კანდიდატის მხარდაჭერა არ სურთ მმართველ პარტიაში მყოფ პოლიტიკოსებსაც. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, დაახლოებით 30%-ს სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდა. შეიძლება ის არ არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ზურაბიშვილის დანახვა არ უნდათ. სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად, განცდა არ აქვს რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი“ – განაცხადა გიგი უგულავამ.