იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა – გოგა ხაინდრავას განცხადება

0
1550

იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონარი კაცი ვიყავი”, – ეს განცხადება დღეს ჟურნალისტების წინაშე  საკუთარ ფილმზე საუბრისას გოგა ხაინდრავამ გააკეთა, მისი თქმით :,, „მე ვარ ავტორი 9 აპრილზე ფილმის, იმ კადრების, რომელმაც სხვათა შორის საქართველო გადაარჩინა ბოროტ საბჭოთა მანქანას. ისე აეწყო, რომ ყველა ფილმი არის ამასთან დაკავშირებით. ახლაც, შაბათს იქნება ჩემი ფილმი „იმედზე“ , ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საქმე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას „ალქაჯებზე ნადირობა“ ჰქვია. 9 აპრილს ეს მასალები ინგლისელი ჟურნალისტების დახმარებით გავიტანე საფრანგეთში და გავაკეთე ფილმი, რომელიც მერე მთელმა მსოფლიომ ნახა.ზუსტად იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონარი კაცი ვიყავი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.