ავსტრიული ადგილობრივი მედიის https://www.krone.at ის ინფორმაციით საქართველოს 2 მოქალაქე ვენაში ქურდობის ჩადენისას დააკავეს. მედია საშუალების ცნობით პოლიციამ 44 და 28 წლის პირები დანაშაულის ჩადენის მომენტში დააკავა. პოლიციის განცხადებით „დაკავებულებს დიდი ოდენობით ნაღდი ფული, ძვირფასეულობა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ.” მედია საშუალება განსაკუთრებულად იმ ფაქტს აღსანიშნავს რომ დაკავების შემდეგ 44 წლის მამაკაცმა ჯერ ასთმის შეტევის სიმულირება სცადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ღვიძლის ციროზი აქვს. ჰოსპიტალში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ მას ვერც ერთი აღნიშნული დაავადება ვერ აღმოუჩინა“, – წერს ადგილობრივი მედია.