როგორ გადავამოწმოთ ვართ თუ არა ამომრჩეველთა ერთიან სიაში

0
2239

ცენტრალურის საარჩევნო კომისია საქართველოს მოქალაქეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას უზრუნველყოფს.

ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონის ან პლანშეტის საშუალებით.   ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

აქვე გთავაზობთ ლინკს სადაც ადვილად გადაამოწმებთ თქვენთვის სასურველი პირის შესახებ ინფორმაციას :https://voters.cec.gov.ge/

ამასთან გაცნობებთ რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 8-დან 24 საათამდე იმუშავებს.

ხოლო  საელჩოებისა და საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის ცნობარი შეგიძლიათ იხილოთ აქ :  http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx