ესტონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერი

0
818
ნინო წილოსანი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში განცცადებას ავრცელებს ესტონეთში ვიზიტთან დაკავშირებით. ის ესტონეთში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა: “ესტონეთში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შევხვდით. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა, რადგან ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ხედვა და საქართველოს სამომავლო, კონკრეტული ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. როგორც ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაღრმავებლად და სამომავლოდ, კიდევ უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ესტონეთი იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერი, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.