28 დეკემბერს, 11:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
პროექტის განმავლობაში, სანტები თბილისის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან. imedi.ge