დემნა გვასალია ახალი კოლექციით მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა გაოცებას იწვევს

0
1361

გამოცემა „ვოგის“ მეშვეობით მსურველს „ბალენსიაგას“ მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექციის დათვალიერება შეუძლია. ფერადი და ორიგინალური კოლექცია ლეგენდარული მოდის სახლისთვის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ შექმნა. 2018-2019 წლის თბილი სეზონის კოლექცია დატვირთულია ფერებით, რთული ორნამენტებით, ულამაზესი ქსოვილებითა და ფერთა საოცარი შეხამებით. ცხადია დემნას კოლექციაში ყოველთვის მოიძებნება დეტალი, რომელიც მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა გაოცებას იწვევს. ამჯერად ეს დემნას საყურე გახდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ბოთლის სახურავის დიზიანით არის შექმნილი. მისი ფასი 350 დოლარია.

მოდელს, რომელიც დემნას ახალ კოლექიას წარმოადგენს, ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე წითელ სათვალესთან აქვს შეხამეული.

Balensiaga-ს მორიგი სიურპრიზი მომხმარებელს. ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ სამოსისა და სამკაუელების შემდეგ საოჯახო „აქსესუარებზეც“ იზრუნა. დიზაინერმა ამჟამად საბნისა და პლედების შესანახი ყვავილებიანი ჩანთები შექმნა, რომლის ფასი $3,000 – ია.თუ თქვენ კიდევ შემოგრჩათ სახლში მსგავსი საბნის ჩასადები ყვავილებიანი ჩანთა შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ, რადგან ბალენსიაგამ მოგვცა იმის ფუფუნება, რომ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები ფუფუნების წყაროდ აქციოს.