იურისტი დავით დიმიტრიადი საბერძნეთში ლეგალური ცხოვრების მოპოვების შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

0
5368

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ემიგრანტები რომლებიც იმყოფებით 5 წელი საბერძნეთში, უფლება გეძლევათ შეიტანოთ განცხადება ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონის) მისაღებად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება 4251/2014 წლის კანონში არ მომხდარა.
თუმცა ემიგრანტებს უფლება გაქვთ, რომ დანიშნოთ განცხადების შეტანის თარიღი (რანდევუ), დროზე ადრე ვიდრე გექნებათ 7 წლის დამადასტურებელი დოკუმენტები, რადგან განცხადების შეტანის თარიღი (რანდევუ) აგვიანებს.
განცხადების შეტანის დროს სავალდებულოა ამტკიცებდეთ, რომ ცხოვრობთ მუდმივად ბოლო 7 წელი ქვეყნიდან გაუსვლელად საბერძნეთის რესპუბლიკაში.
ამისათვის საჭიროა გქონდეთ ბოლო 7 წლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საბანკო გზავნილები) რომლითაც დაამტკიცებთ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირს.
განცხადების შეტანა ხდება შესაბამის რეგიონალურ ადმინისტრაციაში (პერიფერია) მოქალაქის მიერ მითითებულ მისამართის მიხედვით.
ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით
ზემო აღნიშნული ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონი) მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ რეგიონალურ ადმინისტრაციას (პერიფერიას) ან დაუკავშირდეთ ადვოკატს.