საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ტალიის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს.
როგორც საელჩოს ინფოტმაციაშია აღნიშნული, La Gazzetta Ufficiale-მ გამოაქვეყნა იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე.
„მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:
ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.
ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
საგანგებო სიტუაციები;
ჯანმრთელობის მიზეზები;
სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!
ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;
დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას;
ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° C- ზე მაღალი აქვს, „მკაცრად რეკომენდირებულია“ სახლში დარჩენა;
ვინც თვითიზოლაციაშია, უნდა დარჩეს სახლში;
ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;
ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;
გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;
ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;
ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკძალავი პროცესია, შეწყვეტილია;
ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 0:006 საათიდან 18:00 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;
დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;
კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურება;
სპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;
მართვის მოწმობის ყველა გამოცდა შეჩერდება“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.