იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

0
945

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა და 1016 შეადგინა. იუწყება BBC-ი იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთ რაოდენობა 15,113-ია.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

მანამდე კარანტინი იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში იყო გამოცხადებული.

ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიის მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ.

3 აპრილამდე ქვეყანაში დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები, აიკრძალება საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.

კარანტინის პირობებში, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.