იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები წესდება.

0
673

იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები წესდება. ახალი რეგულაციები გვიან ღამით გამოქვეყნდა.

ახალი წესების თანახმად, იმ პირებს, ვისაც დაუდგინდათ კარანტინი და თვითიზოლაცია არ დაიცვეს, ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 400 ევროდან 3 000 ევრომდე გაიზარდა. ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებულ რეგულაციებს დაარღვევენ, დაიხურებიან ხუთიდან 30 დღემდე ვადაში.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დეკრეტის თანახმად, მოქმედი რეგულაციები 31 ივლისამდე ყოველთვიურად გადაიხედება და შესაძლებელია, კიდევ უფრო გამკაცრდეს.

იტალიაში კორონავირუსის 70 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია შვიდი ათასამდე პირი.