ათენში საკონსულომ და დიასპორულმა ორგანიზაციებმა უბინაოდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარება განახორციელეს.

0
2079

საბერძნეთში მყოფი ქართველები ათენში საქართველოს საკონსულოს და დიასპორული ორგანიზაციის ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, უბინაოდ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით არის ცნობილი ათენიდან თბილისისკენ ფრენა 7 აპრილს იგეგმება. საჰაერო ფრენების შეწყვეტის გამო კი საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით სამინისტროსა და საკონსულოს ცხელ ხაზს მიმართეს. “მოგეხსენებათ რომ კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები ამჟამად საბერძნეთში კერძოდ კი ათენში იმყოფებიან და საქართველოს კონსულთან ერთად ბატონ გალაქტიონ პაიჭაძის ძალისხმევით, საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყავით. ჩვენი ემიგრანტების დახმარებით ამ ეტაპზე არც ერთი მოქალაქე არ იმყოფება უბინაოდ” – განუცხადა Diaspora.ge-ს ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა თევდორაძემ. ათენში საქართველოს მოქალაქეებისთვის აღნიშნული დახმარებების ორგანიზება მოქალაქეთა მიერ დახმარების თხოვნით საკონსულოს ცხელ ხაზზე მიმართვის შემდგომ დაიწყო. საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ასევე უზრუნველყოფა ამ ეტაპზეც გრძელდება და ჩართულები არიან როგორც საკონსულოს, დიასპორის ცენტრის ასევე ქველმოქმედი ემიგრანტები და ადგილობრივი რამდენიმე მცირე ბიზნესმენი რომლებმაც სამშობლოში დაბრუნების მომლოდინე თანამოქალაქეებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი საკვები შეიძინეს.