საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება.
გიორგი გახარიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და მათ ორგანიზებულად ჩამოიყვანენ.
„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.