ბექა ოდიშარიას განცხადებით ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ემიგრანტების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველვყოფას

0
1084

🔹საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებაში, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

🔹მისი თქმით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პარლამენტი ამ პროცესს ზედამხედველობას უწევს და შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება.

🔹„ის უხილავი შრომა, რასაც ქართველი დიპლომატები საზღვარგარეთ სწევენ, არის უაღრესად დასაფასებელი. დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოების ერთი ნაწილი ხედავს, მომავალში ფართო საზოგადოება დაინახავს და ღირსეულად შეაფასებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაციონალურობის ფარგლებში ადამიანების დაბრუნება მოხდეს. ბუნებრივია, ეს უნდა ბალანსდებოდეს კარანტინში არსებული რაოდენობით. ასევე გამოყოფილია სახსრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავშესაფარი სჭირდება.

🔹მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები უზრუნველვყოთ საკვებითა და სხვა აუცილებელი მედიკამენტებით. ამ ფრონტის წინა ხაზზე ქართველი დიპლომატები არიან“, – განაცხადა დეპუტატმა.

✔️ბექა ოდიშარიამ ამ საკითხში სასულიერო პირების ჩართულობასაც გაუსვა ხაზი.

🔹„არ შემიძლია, დიდი მადლიერებით არ აღვნიშნო საქართველოს ეკლესიისა და მამების ღვაწლი საზღვარგარეთ, სადაც ცხელი წერტილია, მეუფეების, მამებისა და მღვდელ-მონაზვნების ღვაწლი. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს, რომლებიც თანამოქალაქეებს ეხმარებიან“, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.