მადრიდში კარანტინის წესები ამოქმედდა- 850 000 მაცხოვრებელს სახლებში დარჩენა მოუწევთ

0
981

მადრიდში დღეიდან ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ესპანეთის 850 000 მცხოვრებს სახლებში დარჩენა მოუწევთ.

მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვანად მოიმატა.

კარანტინის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ექნებათ სახლების დატოვების უფლება. გამონაკლისი დაშვებული იქნება სამსახურში გამგზავრების, ექიმთან ვიზიტის ან ბავშვის სკოლაში წაყვანის შემთხვევაში.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, კარანტინის ზონაში მადრიდის მცხოვრებთა 13 პროცენტი მოხვდება. შეზღუდვები ქალაქის სხვადასხვა ზონაში ორი კვირა გაგრძელდება.

ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადდება.