მე სამშობლოდან შორს მყოფი ემიგრანტი დავტირი კიდევ ერთ ჩემს თანამემამულეს და გთხოვთ დავიცვათ წესები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს …დღე ამ საშინელი ვირუსით ჩემი თანაკლასელი გარდაცვლილა და საშინლად შეძრული ვარ ამ ამბით – გვწერს ქართველი ემიგრანტი ნინო დ. და გვთხოვა მისი ეს მიმართვა გამოგვექვეყნებინა.
როგორც ცნიბილია დღეს საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა.ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა .
რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს მათი ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები პანდემიის აქტიური ფაზის პირველ ეტაპზე ესპანეთსა და იტალიაში დადასტურდა.