რამ გამოიწვია “კანონიერი ქურდის” სიკვდილი ომსკის ციხეში (იხილეთ ვიდეო)

0
40703

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, 24 სექტემბერს, 45 წლის “ტიტულოვანი კანონიერი ქურდი” კახაბერ ფარფალია, რომელიც ადრე “ობშიაკის მაყურებელი” იყო, ომსკში ჩასვლიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

ის გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ინსულტით გარდაიცვალა. თუმცა, ოჯახის წერები გამორიცხავენ ბუნებრივ სიკვდილს.

ფარფალია, იგივე კახა “გალსკი” ომსკში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 22 სექტემბერს ჩაიყვანეს, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი სრულად ამ ადგილას მოეხადა, თუმცა კოლონიაში ჩასვლისას ის სასტიკად სცემეს.

ომსკის დაწესებულება, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდება “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს, ისეთი “კანონიერი ქურდისთვის” კი, როგორიც ფარფალია იყო, ომსკის დაწესებულებაში მოხვედრა თავიდანვე სიკვდილს უდრიდა.

ქართველი “კანონიერი ქურდი” კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა, ის ცნობილი ავტორიტეტის “დედ ჰასანის” მოწინააღმდეგეთა ბანაკში და შაქრო კალაშოვის თანამოაზრე იყო. კალაშოვის დაკავების შემდეგ კი ფიქრობდნენ იმასაც, რომ ფარფალია “შაქრო
მალადოის” ადგილს დაიკავებდა.