საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი საჰაერო გზის მეშვეობით, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლის ან აეროპორტის ტრანზიტით სარგებლობის მიზნით, შეუძლიათ გაემგზავრონ ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში შემდეგი პირობებით:
ლატვიის რესპუბლიკა – საქართველოს მოქალაქეები 19 სექტემბრიდან ექვემდებარებიან სავალდებულო 10 დღიან თვითიზოლაცია
ლიეტუვის რესპუბლიკა – 21 სექტემბრიდან საქართველოდან ლიეტუვაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ლიეტუვის ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება და/ან ისინი უნდა იყვნენ ლიეტუვის მოქალაქის ან ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ოჯახის წევრები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ევალებათ წინასწარ ჩატარებული (ბოლო 72 საათის განმავლობაში) კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ლიეტუვის საზღვარზე; ელექტრონული ფორმის შევსება და QR კოდის წარდგენა სავალდებულოა თვითმფრინავში, ავტობუსსა თუ ბორანში ჩასხდომამდე: https://keleiviams.nvsc.lt/en/form. 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდის შემცირება შესაძლებელია იზოლაციის მე-8 დღეს კოვიდ-ტესტის ჩატარებით – უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, შესაძლებელია პერიოდის შემცირება 10 დღემდე.
ესტონეთის რესპუბლიკა – ესტონეთში გამგზავრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აღენიშნება კორონა ვირუსის სიმპტომები. სავალდებულოა 14 დღიანი თვითიზოლაცია
ესპანეთის სამეფო – შესავსებია ელ. განაცხადის ფორმა საიტის ან მობილურის აპლიკაციის მეშვეობით
ნიდერლანდების სამეფო – უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია
საბერძნეთის რესპუბლიკა – გამგზავრებამდე 48 სთ ადრე უნდა შეივსოს მგზავრის განთავსების ფორმა
იტალიის რესპუბლიკა – 14 დღიანი თვითიზოლაციის პირობით
კვიპროსის რესპუბლიკა – სავალდებულოა ბოლო 72 საათის ჩატარებული COVID 19-ზე ტესტი
სლოვენიის რესპუბლიკა – 28 სექტმბერს სლოვენიამ საქართველო გადაიყვანა ე.წ. „მწვანე“ სიიდან ე.წ. „ნარინჯისფერ“ სიაში. შესაბამისად, საქართველოდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ სავალდებულო თვით-იზოლაცია (სლოვენიის შემთხვევაში იგივეა, რაც კარანტინი); თუმცა, თუ მოქალაქე სლოვენიის საზღვარზე წარმოადგენს ევროკავშირის ან შენგენის ტერიტორიაზე აღებულ კოვიდ-19 უარყოფით ტესტს, რომელიც აღებულია არა უგვიანეს 48 საათისა, მაშინ არ არის აუცილებელი თვით-იზოლაცია. ტესტი ასევე შეიძლება ჩატარდეს სლოვენიაში და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს სავალდებულო თვით-იზოლაცია. ამ შემთხვევაში ტესტის საფასურს იხდის თავად პირი.
უპირობო შესვლის პირობით შეუძლიათ შემდეგ ქვეყნებში შესვლა:
- საფრანგეთის რესპუბლიკა
- ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
- პოლონეთის რესპუბლიკა
- პორტუგალიის რესპუბლიკა
- რუმინეთი
- ირლანდიის რესპუბლიკა
- შვედეთის სამეფო
- ხორვატიის რესპუბლიკა – უპირობოდ ტურიზმისა და ბიზნესის მიზნით