სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის და­ბომბვა სცა­დეს

0
3157

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ომი დღი­თი დღე მწვავ­დე­ბა და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახალ-ახალ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ვრცელ­დე­ბა. სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის არ­სე­ბულ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია საფრ­თე შე­უქ­მნას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექ­ტებს, რაც არა მხო­ლოდ ომში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნი რე­გი­ო­ნის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ერთ-ერთი ასე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი სწო­რედ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნია.

7 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის და­ბომბვა სცა­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე ნავ­თობ­სა­დე­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც ევ­ლა­ხის რა­ი­ონ­ში გა­დის. სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უარ­ყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ გარ­კვე­უ­ლა, თუ რო­მე­ლი მხა­რეა მარ­თა­ლი და მოხ­და თუ არა სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტზე შე­ტე­ვა, თუმ­ცა ექ­სპერ­ტებ­მა უკვე და­ი­წყეს ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ორი­ვე მხა­რის გაფრ­თხი­ლე­ბა.

  • ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა

1768 კმ. სიგ­რძის ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნი, ანუ მსოფ­ლი­ო­ში სიგ­რძით მე­ო­რე მილ­სა­დე­ნი ახა­ლი ათას­წლე­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. ნავ­თობ­სა­დე­ნი ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს და რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე დიდ სტრა­ტე­გი­ულ პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს. მილ­სა­დე­ნი ნავ­თო­ბის კას­პი­ის და ხმელ­თა­შუა ზღვებს შო­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პირ­ვე­ლი და უმოკ­ლე­სი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კურ ეფექტთან ერ­თად, ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­გეგ­მი­ლი მაქ­სი­მუ­მის – 50 მი­ლი­ო­ნი ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის – გა­ტა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სა­ქარ­თვე­ლო, ტრან­ზი­ტის სა­ფა­სუ­რის სა­ხით, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს მი­ი­ღებს. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვად მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­დან არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი ნახა. სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის გარ­და, მილ­სა­დე­ნის მშე­ნე­ბე­ლი და ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ის “ბრი­ტიშ პეტ­რო­ლი­უ­მის” ხარ­ჯზე, თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბაც.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მილ­სა­დე­ნი­სა, რე­გი­ონ­ში სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად: ბაქო-ერზრუ­მის მილ­სა­დე­ნი და ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზა. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ურ მილ­სა­დე­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­წო­დე­ბუ­ლი გაზი წარ­მო­ად­გენს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ენერ­გე­ტი­კულ რე­სურსს. ამ გაზ­სა­დე­ნის ამოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად აღარ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­ნო­პო­ლისტ “გა­ზპ­რომ­ზე“. ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზა კი რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლია, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან პირ­და­პირ აკავ­ში­რებს აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ამ პრო­ექტს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ჩი­ნოვ­ნიკ­მა “რკი­ნის აბ­რე­შუ­მის გზა” უწო­და.

  • შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და მათი მნიშ­ვნე­ლო­ბის შემ­დეგ ვხვდე­ბით, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რე­ბის დაც­ვა და გაფრ­თხი­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მთელ რე­გი­ონს ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა.