ინფორმაცია თავშესაფრის (ასილოს) გადავადების შესახებ

0
1896

ამოქმედდა ციფრული პორტალი თავშესაფრის მოწმობის გადავადებისათვის ვიზიტის თაობაზე

ამოქმედდა ციფრული პორტალი, რომლის მეშვეობითაც თავშესაფრის მაძიებლები მიიღებენ ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მაძიებლის მოწმობის გადავადებისთვის დანიშნული ვიზიტის შესახებ, მოწმობების გადავადება მოხდება მხოლოდ წინასწარ დანიშნული ვიზიტით.

თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა ჩაწერონ მათი საქმის ნომერი შემდეგ ბმულზე : https://apps.migration.gov.gr/application-card-rv/search . დაუყონებლივ მიიღებენ ინფორმაციას თუ რომელ საათზე, რომელ დღეს და რომელ დაწესებულებაში უნდა მივიდნენ ოჯახთან ერთად განახლებული მოწმობის ასაღებად.

როგორც უკვე გამოცხადებულია, საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობების ვადები გახანგრძლივებულია პირადი საქმის ნომრის ბოლო ციფრის მიხედვით. განახლებული მოწმობის ასაღებად მაძიებლებმა ჯერ უნდა შეიტყონ ზემოთ მითითებული ბულზე დანიშნული ვიზიტის შესახებ და შემდეგ შესაბამისად მივიდნენ თავშესაფრის სამსახურის ოფისში.

  1. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “1” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 6 ნოემბრამდე.
  2. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “2”, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 13 ნოემბრამდე.
  3. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “3”, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 20 ნოემბრამდე
  4. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “4” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 27 ნოემბრამდე.
  5. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “5” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 4 დეკემბრამდე.
  6. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “6” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 11 დეკემბრამდე.
  7. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “7” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 18 დეკემბრამდე.
  8. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “8” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე.
  9. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “9” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2021 წლის 7 იანვრამდე.
  10. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია “0” ,გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2021 წლის 14 იანვრამდე.

საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობები, რომელთა მოქმედების ვადის გახანგრძლივებისათვის ლესბოსის რეგიონალური თავშესაფრის სამსახურია კომპეტენტური, გახანგრძლივდება 2021 წლის 14 იანვრამდე.