ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა

0
982

27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა  და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
✪ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და დიასპორების ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთვალდებულებებზე.
✪ შეხვედრაზე საუბარი ასევე ქართულ დიასპორებში საკვირაო სკოლების და ქართული ენის სწავლებისა და შენარჩუნების მნიშვნელობას შეეხო.