საინტერესო ფაქტები დოლარის შესახებ

0
3051

ყველა ფულადი ნიშანი, რომელიც გამოშვებულია ამერიკაში 1861 წელს და მის შემდეგ, მიიღება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და გააჩნია სრული ნომინალური ღირებულება, შეერთებული შტატების მთავრობას არასოდეს გაუფასურებია დოლარი.

ყველაზე მოხმარებადი კუპიურები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 და 20 დოლარიანი კუპიურებია, სხვა ქვეყნებში 100 დოლარიანი კუპიურები.

პირველ ერთ დოლარიან კუპიურაზე, რომელიც გამოუშვეს 1863 წელს, გამოსახული იყო არა ჯორჯ ვაშინგტონი, არამედ სელმონ ჩეიზი.

1866 წლის შემდეგ, აშშ -ის კანონმდებლობა კრძალავს ბანკნოტებზე ცოცხალი მოღვაწეების პორტრეტების განთავსებას.

იმისათვის, რომ დოლარის ბანკნოტი გაიცრიცოს და გაიხეს, იგი უნდა გაიკეცოს შუაზე 4 000 – ჯერ.

არსებობს მოსაზრება, რომ ჟარგონი "ბაქსი" წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან buckskin (ირმის ტყავი).

მეორე ვერსიით კი უკანა მხარეს, მწვანე ფერის გამო, ყოველდღიურობაში დოლარს Green backs (მწვანე ზურგი) ეძახდნენ, დროთა განმავლობაში პირველი სიტყვა Green გაქრა და დარჩა ცნობილი "ბაქსი".

ქაღალდი, რომელზეც იბეჭდება ამერიკული დოლარი, შედგება 25% სელისა და 75% ბამბისგან, მას გააჩნია ნეიტრალური ფერი და მთელს ზედაპირზე დატანილი აქვს უმცირესი, სხვადასხვა სიგრძის ლურჯი და წითელი სინთეტიკური ბოჭკოები.

ყველაზე დიდი რაოდენობით იბეჭდება ერთ დოლარიანი კუპიურები, ეს შეადგენს მთლიანობაში დაბეჭდილი კუპიურების 45% -ს.

დოლარის ბანკნოტების ნაწილი, რომლის მიმოქცევიდან ამოღება ხდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, საწერ ქაღალდად გადამუშავდება.

პირველად, წარწერა «In God We Trust» (ჩვენ გვწამს ღმერთი), ამერიკულ მონეტებზე გაჩნდა 1864 წელს, თითქმის ასი წლის შემდეგ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით, ეს სიტყვები ნაციონალურ დევიზად გამოცხადდა.

დღესდღეობით არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ნაციონალური დევიზის «In God We Trust» გამოყენება სავალდებულოდ ითვლება აშშ – ის ყველა ფულად ნიშანზე – როგორც მონეტებზე, ასევე ქაღალდის კუპიურებზე. ამ დევიზის გამოყენება არაერთხელ იქნა გასაჩივრებული სხვადასხვა სასამართლოში, მაგრამ ყველა მოსამართლეს გამოჰქონდა გადაწყვეტილება დევიზის სასარგებლოდ. დევიზის ძალაში დატოვების შესახებ ბოლო გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 1977 წელს უმაღლესი სასამართლოს მიერ.