იტალიის ოფიციალური მონაცემებიც დღეს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ქვეყანაში დამატებით 475 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაღუპულია 2,978 პაციენტი. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 1 დღეში 4,207 -ით გაიზარდა და 35,713 შეადგინა..
მორიგი ქართველი ემიგრანტი კორონა ვირუსით ამჯერად მადრიდში დაინფიცირდა , რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს როგორც უწყებაში აცხადებენ, მადრიდშივე იმყოფება ინფიცირებულის ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია. „მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში...
ათენში საქართველოს საელჩო საჯარო განცხადებას ავრცელებს სადაც Diaspora.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების კორონა ვირუსით ინფიცირების შესახებ ადასტურებს და ამასთან ემიგრანტებს თანხის გაგზავნისგან თავშეკავებას ურჩევს: ,,თქვენივე უსაფრთხოებისთვის საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი საჯარო სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრისაგან‼️მათ შორის, საბანკო, ფულადი და საფოსტო გზავნილების...
როგორც საინფორმაციო სააგენტო DIASPORA.GE- ს გვაცნობეს საბერძნეთში უკვე მეორე ქართველი ემიგრანტის ვირუსით დაინფიცირება დასტურდება, ოჯახის დამხმარედ დასაქმებული ზოია კ. -ს შემდგომ მეორე ემიგრანტი მ. ო- ც ადასტურებს რომ ის ვირუსით დაინფიცირდა თუმცა თავს კარგად გრძნობს და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს.
ათენში მყოფი ემიგრანტის განცხდებით მას კორონა ვურუსი დაუდგინდა და ის ამჟამად თვითიზოლაციის წესებს იცავს. როგორც საქართველოს მოქალაქე ზოია კ. საკუთარ სოციალურ ქსელში წერს მას დასამალი არაფერი აქვს და იმედოვნებს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. როგორც DIASPORA.GE -ს სინფორმაციო წყარომ აცნობა ემიგრანტი შემოწმებაზე...
იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არია 41 წლის ქალი და 16 წლის მოზარდი. მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე მუშაობს პოლიცია. საქართველოს საკონულო სამსახური იტალიაში კომუნიკაციაშია სამართალდამცავებთან.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა და 1016 შეადგინა. იუწყება BBC-ი იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით. ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთ რაოდენობა 15,113-ია. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. მანამდე...
ახალი კორონავირუსის ტესტის ღირებულება 120 ევროდან იწყება (ექიმის ვიზიტის გარეშე) და შეიძლება იყოს 300 ევროდან (ექიმის ვიზიტის ღირებულების ჩათვლით). ასევე, გრიპის ტესტი იწყება 10 ევროდან (ექიმის ვიზიტის გარეშე) და შეიძლება გაიზარდოს 70 ევრომდე (ექიმთან ვიზიტით). შედეგი შეიძლება გაგრძელდეს 5-6 საათის განმავლობაში და შეიძლება არ...
ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალის გაუქმებას განიხილავს. 10 მარტს ისრაელის სამართალდამცავ სტრუქტურებში სპეციალური თათბირი უნდა ჩატარებულიყო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუმცა კარანტინის გამო თათბირი ვერ შედგა. თუ ხელისუფლება ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის ავტომატურად მოხვდება...
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს,...