"...იმდენად მომწონდა ბაღი, ეზოში ხშირად ჩამოვდიოდი და ულამაზესი ყვავილების მზერით ვტკბებოდი. მეზობლად იტალიელი ოჯახი ცხოვრობს და ოჯახის დიასახლისი სარეცხს რომ ჰფენდა, სულ ჩემი ეზოსკენ იხედებოდა. შემდეგ თვითონაც უამრავი ქოთნის ყვავილები შეიძინა და მანქანით მოზიდა"... - ამბობს ქართველი ქალბატონი ელინა დოქერთი, რომელსაც ინგლისში ულამაზესი ბაღი აქვს.იგი თავად გვიამბობს, როგორ მოახერხა...
იმედის კვირის რეპორტაჟის თანახმად იმერული ყველის და მეგრული სულგუნის საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს.
ირინა როსტიაშვილისა და ფოთოლა ორველაშვილის წარმატებული ბიზნესის ისტორია სამი წლის წინ, ერთი ძროხით დაიწყო. ამჟამად ქართულ - ბერძნულ საოჯახო ფერმაში, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილი ძროხების რძით, ყველს ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ. ისომაში...
გამოცემა „ვოგის“ მეშვეობით მსურველს „ბალენსიაგას“ მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექციის დათვალიერება შეუძლია. ფერადი და ორიგინალური კოლექცია ლეგენდარული მოდის სახლისთვის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ შექმნა. 2018-2019 წლის თბილი სეზონის კოლექცია დატვირთულია ფერებით, რთული ორნამენტებით, ულამაზესი ქსოვილებითა და ფერთა საოცარი შეხამებით. ცხადია დემნას კოლექციაში ყოველთვის მოიძებნება დეტალი, რომელიც მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა...
11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორის განცხადების თანახმად ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის...
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობიდან გუშინ გამოსახლებული ქართველი ოჯახები მოლაპარაკებების შემდეგ ჰოსტელში მხოლოდ ერთი დღით დატოვეს. ისინი ესპანეთში თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს კონსული ბარსელონაში. არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ქვეყნის დატოვება აიძულონ.
„მოხდა გამოსახლება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეხვედრა...
იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან-ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ. 32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ. “ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე...
2019 წლის 22 მაისს, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში, იტალიაში ახალგაზრდა ელჩის, ნენო გაბელიას და ფონდაციონე რომა საპიენცა-ს ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ქართულ ეროვნულ სამოსსა და საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე - ,,საქართველოს ანარეკლი-მოდისა და კულტურის უძველესი ისტორია’’.
კონფერენცია, საპიენცას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეუჯენიო გაუდიომ, ლა საპიენცას ფონდის პრეზიდენტმა ანტონელო ბიაჯინიმ და...
სოციალურ ქსელში გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც თეა დარჩია ცეკვავს და მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი „კარმენს“ ასრულებს. სკამებზე სხედან მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. ანიტას თან ახლავს თავისი საყვარელი ძაღლიც.
https://www.facebook.com/tea.darchia.391/videos/424470271721043/
ეს ვიდეო თეა დარჩიამ გადასაღები მოედნიდან გაავრცელა. პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე საფესტივალო კლიპს იღებს. ვიდეოში ახალი თაობის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა...
ესპანური მედიის ცნობით ესპანეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ტარაგონაში 5 წლის ქართველი გოგო ზღვაში დაიხრჩო. სამართალდამცველების ცნობით, მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დასასვენებლათ იყო ჩასული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ჰყვებიან, რომ ბავშვი წყალში საცურაო კამერით იყო ჩასული, თუმცა დინებამ ის ნაპირიდან 300 მეტრის სიშორეზე გაიტაცა და გოგომ უკან მობრუნება ვეღარ შეძლო.
მცირეხნიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბავშვი...
"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, დიდება უკრაინას"დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელინსკის უკრაინის ახლად არჩეული პრაზიდენტის გადაწყვეტილებას:
22 მაისს მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის, დაებრუნებინათ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა. წერილში მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი "უკანონოს" უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არსებული მეთოდით მოქალაქეობის ჩამორთმევას. სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამარაშორისო სამართლით...