4.05.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის ფარგლებში, 27-28 მაისს ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.   27 მაისს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნება დიასპორის ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის...
საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს სიმღერის ვიდეორგოლს, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება. წელს ევროვიზიაზე საქართველოდან ჯაზბენდი “ირიაო”, სიმღერით – “შენი გულისთვის” გაემგზავრება.  სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება- მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. https://www.youtube.com/watch?v=MY7ZwEO_BLk   როგორც ფეხბურთსა და ზოგადად სპორტზე, საბუკმეიკერო კანტორებში ევროვიზიის შედეგებზეც იდება ფსონები, რის მიხედვითაც შესაძლოა გაიგო, ბუკმეიკერების გათვლებით, კონკურსში გამარჯვების როგორი შანსები...
6 მაისს ათენში თეატრ ''ალკიონში''  ნინი შერმადინის კონცერტი გაიმართება.  კონცერტი  შ.პ.ს. ''ლამარია''-ს მიერ არის ორგანიზებული და მისი ხელმძღვანელის ლიგია მუშკუდიანის თქმით ის ემიგრანტებს დაუვიწყარ,  ქართული მუსიკალური ხელოვნების ზეიმს და დიდი ხნის  მონატრებულ ორგანიზებულ საღამოს აჩუქებს. ცნობილი ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნინი შერმადინი, ათენის მსმენელისათვის ცნობილი გახდა 2009 წელს, როდესაც ბერძნულ  ''The...
ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე უკვე მრავალი წელია, რაც საბერძნეთში წარმატებით მოღვაწეობს. საშემსრულებლო ნიჭის გარდა, ის გამორჩეული გემოვნებით იწონებს თავს, რის გამოც 2017 წელს ბერძნულ ჟურნალში - ”CELEBRITY”, იგი სტილის კერპადაც აღიარეს.   თამთა ქართველი ფართო აუდიტორიის წინაშე 2014 წელს ქართულ „იქს ფაქტორში“ გამოჩნდა, ის ჟიურის წევრად მოგვევლინა, პირველივე დღიდან მის მიმართ...
საქართველოდან ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად, მაგრამ მათგან შედარებით მცირე ნაწილი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც, ცოდნითა და პროფესიონალიზმით წამყვანი კომპანიების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ამ კომპანიებშივე ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. დღეს ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს გაგაცნობთ. ოთო ბიჭიაშვილი პროფესია/პოზიცია: კომპიუტერის სპეციალისტი,...
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებში, საზაფხულო სეზონის განმავლობაში, ანაკლიაში მოქმედ ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებს 14-18 წლის 500-მდე მოზარდი. „მომავლის ბანაკში“ 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი დაისვენებს. პროექტის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ,...
  საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა. „გერმანიის ხელისუფლების ცნობით, უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის...
გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას უსვამენ ხაზს. ამის შესახებ Deutche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის მარტიდან, სამჯერ მეტი თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნა დაარეგისტრირეს. 2017 წლის იანვრიდან-მარტის პერიოდში, 601 განაცხადი იყო დარეგისტრირებული, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1771. DW...
2018 წლის, 26 აპრილს, პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, ვარშავის უნივერსიტეტის მოხალისეთა ცენტრში, ქედი-ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის მხადაჭერით და პოლონურ - ამერიკული თავისუფლების ფონდის RITA პროგრამის დაფინანსებით ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული დამწერლობის ვორკშოპი, ღონისძიება აგრეთვე ეძღვნებოდა საქართველოს 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. ვორკშოპი ჩატარდა ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტების...
28 აპრილს ქალაქ ბარსელონაში DafilmFestival -ზე  გაიმართა "დედე"ს პირველი ჩვენება ესპანელ მაყურებლისთვის .   ჩვენებას მარიამ ხაჭვანი ესწრებოდა და მაყურებელს გაესაუბრა."დედე" რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოსურათი სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.   დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა. 30 აპრილს 22:00 საათზე  ფილმის მეორე...