გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გერმანიაში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - განაცხადეს საკონსულოში.
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ...
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, „მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, უკვე წარმოდგენილია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ...
საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
კანონპროექტის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამჟამად 45 დღეს შეადგენს, 90 დღემდე იზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ერთწლიანი პატიმრობისა და ჯარიმების შემოღება იგეგმება.
მთავრობაში აცხადებენ, რომ...
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალურ ჭრილში წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. ამ თემაზე მან თელავში, სტუდენტებთან შეხვედრიასას ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე საქართველოს სახელმწიფოს როლს და ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებას ეფექტურს უწოდებს.
„ყველა სახელმწიფოში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან, რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურდ მუშაობენ.
დღეს ყველგან ვაშინგტონში თუ...
ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა და საქართველო-უკრაინის დიასპორის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ახალი ინიციატივით მიმართეს. ინიციატივის ავტორების აზრით, ყველა ის პირი, ვინც სხვადასხვა საშუალებით შეძლო ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, მისი დასაქმება და რეინტეგრაცია, დაჯილდოვებულ იქნას ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს...
https://youtu.be/WP66NwbeszE
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასამმაგებულია. ამავე მონაცემების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობის მატებაზეც.
დეკემბრის მონაცემებით იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ევროპაში დარჩენისთვის თავშესაფარს პირველ ჯერზე ან განმეორებით ოფიციალურად ითხოვს 1570, ხოლო 5567 განაცხადი კი ისევ განხილვის პროცესშია, მათ ჯერჯერობით არც...
აბაშიშვილი: რუსული პროპაგანდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის ზიანის მიყენებაზე მუშაობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პროპაგანდისტული - მტერი რუსეთი ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის.
"ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება: პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ევროკავსირში უვიზოდ გადაადგილება მონაპოვართან ერთად, ჩვენთვის ძალიან...
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში არსებულ საჯარო სამსახურების ვაკანსიებზე წვდომა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც შეეძლებათ.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დისპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით ემიგრანტები, გამოცხადებული ვაკანსიების კონკურსში ჩართვას, ონლაინ რეჟიმში, „სკაიპის“ საშუალებით შეძლებენ.
"ჩვენი მიზანია, რომ საჯარო სამსახურის ვაკანსიები უცხოეთში მცხოვრები...
საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი საზღვარგარეთ დაუფლებული პროფესიის კვალიფიკაცია და დასაქმებაა. საზღვარგარეთ დასაქმებულთა სამუშაო, უმეტეს შემთხვევაში, დაბალკვალიფიციური, ხოლო სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა. ამის მიუხედავად, ქართველების უმეტესობისთვის საზღვარგარეთ დროებით მუშაობა კვლავ სასურველ პერსპექტივად აღიქმება.
ამ თემაში გვინდა დახმარება გავუწიოთ მათ ვინც მომავალში აპირებს უცხოეთში დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის...

































