საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 816 538 მგზავრი, რაც 44.48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8741 ლარი ეღირება, ევრო – 3.1270 ლარი 13 თებერვალს დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8686 ლარი ღირდა, ევრო – 3.1317 ლარი, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 თებერვალს შევა...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი პროექტების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა:...
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014-2017 წწ) შედეგების შემაჯამებელ კონფერენციას – „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ დაესწრო.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართეს.
პრეზენტაციებით წარდგნენ ENPARD-ის ბენეფიციარები, რომელთაც საკუთარ გამოცდილებასა და მათი კოოპერატივების განვითარებაში ევროკავშირის...
ევროკავშირის მარეგულირებელმა „ტიკტოკი“ 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.
2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო...
ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“...
კორპორაცია Google ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას წარმატებულად აფასებს. კორპორაციასთან მიმდინარე თანამშრომლობის და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე Google-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ: დმიტრო შოლომკო Google Ukraine-ის დირექტორი, სერგეი ბრატუსოვი Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი და დიმიტრი გოლიკი Google Ireland-ის...
Bloomberg-მა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც საკუთარ მოქალაქეობას გარკვეულ ფასად „ყიდიან“. პასპორტის და შესაბამისად, მოქალაქეობის მიღების ღირებულება 100 000 დოლარიდან იწყება და რამდენიმე მილიონ დოლარამდე ადის.
ყველა ამ ქვეყანაში პასპორტის მისაღებად უცხოელს შეუძლია ეს თანხა ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციის სახით ჩადოს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მოქალაქეობა ამ უცხოელს რამდენიმე პრივილეგიასაც ანიჭებს,...
ისრაელში საქართველოს ელჩის განმარტებით, რაოდენობა და სქესი დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკაზე, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა თავად აწესებს.
“ისრაელში მუშახელი მიზნობრივად შემოჰყავთ. მომვლელები სახლებში,სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს ხელოსნები ან სოფლის მეურნეობის დარგისთვის საჭირო პროფესიონალები “- ამბობს პაატა კალანდაძე.
ამ დროისთვის ისრაელში 500 ქართველი ქალი ლეგალურად მუშაობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართველებისთვის დამატებით ლეგალურად დასასაქმებლად კვოტები...

































