2017 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

0
1358

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ გასულ წელს 4 073 959 შეადგინა, 43.43 %-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.47%-ით (911 604 მგზავრით) მეტია 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე (2 252 535 მგზავრი).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 495 668  შეადგინა, რაც 58.69%-ით (183 325 მგზავრით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (312 343 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49.31%-ით – 405 173 მგზავრადე გაიზარდა. 

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით,  მესტია 2017 წლის განმავლობაში 7 256 მგზავრს მოემსახურა, რაც 3 042 მგზავრით (72.19%-ით) მეტია 2016 წლის რაოდენობაზე (4 214).

ამბროლაურის აეროპორტმა 2017 წელს პირველად მიიღო მგზავრები და მათი რაოდენობა 1 723 ადამიანს შეადგენდა.

2017 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 637 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე 2016 წელს.

მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 20 955, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 17 852, ხოლო ჩარტერების 3 103. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 36.80%-ს შეადგენს.

12.60%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი.

2016 წელს ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 128 446, ხოლო გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 144 626 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.