საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა და დასძინა, რომ კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე 6 ქვეყანაში - აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთის სახახლო რესპუბლიკაში დაინიშნებიან.
„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების...
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში Les Penitentes-ში და ქალაქ სომურში La Dive Boutteille-ში.
სააგენტოს ინფორმაციით, La Dive Boutteille ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში,...
საქართველოს იანვარში 444,2 ათასზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია, განაცხადა ბრიფინგზე ორშაბათს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩოგოვაძემ.
იანვრის პერიოდში იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათისა და მეტის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაახლოებით 189,5 ათასია, რაც გასული წლის მონაცემებს 23%-ით ჭარბობს.
დროის ამ პერიოდში საქართველოს...
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები, რაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას გულისხმობს, ემიგრანტებს არ შეეხებათ. ეს განმარტება ნეტგაზეთთან საუბარში ეროვნულ ბანკში გააკეთეს.
2017 წლის 23 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირები ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა გაიარონ.
“ეს ცვლილება ეხება ეროვნულ...
საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულად 2017 წლის დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ, საბანკო ბარათებით ჩვენი ქვეყნიდან...
2018 წლის 22 იანვარს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ილია დარჩიშვილი ქვემო სილეზიის რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, 23 იანვარს, ვროცლავში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც 30-მდე პოლონელი მეწარმე ესწრებოდა. ფორუმი ორგანიზებული იყო ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის, ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოს, ახლადშექმნილი პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატისა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ.
ბიზნეს ფორუმი სიტყვით...
ნორვეგია საქართველოს, ენერგეტიკული დარგის განვითარებისთვის დაახლოებით 4 მლნ დოლარით დაეხმარება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობაზე, ნორმატიული ბაზის შემუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით დაიხარჯება. 3,9 მლნ აშშ დოლარის დახმარებას საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს.
დაფინანსების ნაწილი საგანმანათლებლო მიმართულებასაც მოხმარდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ჰიდროინჟინერიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი...
2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია - შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას.
სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60...
გასული წლის 12 თვის განმავლობაში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – 2017 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან 455 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 15,4%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან...
საქართველო კვების პროდუქტების წარმოებაში ევროპულ სტანდარტებს ნერგავს, რაც ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გაუიოლებს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იმისთვის, რათა გაიზარდოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა და ევროპულ მაღაზიებში მეტი ქართული პროდუქცია გაჩნდეს, ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი, განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ.
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი...