კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება

0
1420
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა და დასძინა, რომ კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე 6 ქვეყანაში – აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთის სახახლო რესპუბლიკაში დაინიშნებიან.

„მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კუთხით, გვაქვს კომპლექსური გეგმა და ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის დანერგვა. ეს იქნება დიპლომატიური რანგის მქონე თანამშრომელი, რომლის უშუალო მოვალეობა იქნება საქართველოდან ექსპორტის წახალისება, ექსპორტიორების უფლებების დაცვა, ინვესტიციების, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვიწყებთ 6 საპილოტე ქვეყნიდან. შევარჩიეთ – აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთის სახახლო რესპუბლიკა. ეს არის დასაწყისი. ატაშეებს, ექნებათ ფუნქცია, რომ გეოგრაფიულად ახლოს მყოფი ქვეყნების არეალიც მოიცვან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულ ბაზრებზე კომერციული ატაშეების დისლოცირებას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოდან ექსპორტის წახალისებითვის და საქართველოში ინვესტიციების შემოტანისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ავტორი: თელარა გელანტია