ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი ყოველდღიურად ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებსაც თვიდან თვემდე თავი სესხების საშუალებით გააქვთ. ხალხი იძულებულია მიაკითხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს. ისარგებლოს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწავდომი ონლაინ სესხებით, რომლებიც საკმაოდ მაცდური სარეკლამო შეთავაზებებით ძალიან მარტივად გვთავაზობენ ფულს. საბოლოოდ კი ეს „მარტივი ფული“ სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება. სანამ სესხს...
მშვენიერი იდეაა...  გილოცავთ ! ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, თუმცა გისურვებთ უფრო მეტ ინფორმაციებს დიასპორებიდან, მთავარია რომ გვერდმა მიაწოდოს დროულად და აქტუალური ინფორმაციები საზოგადოებას სწორედ დიასპორებიდან , სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ შეხვედრებზე და მოხდეს მისი გაშუქება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სწორედ დიასპორის წარმომადგენლებზე და ასე ძალიან ჩქარა მოიპოვებს პორტალი მკითხველს. მოკლედ ყველაფერი კარგია. წარმატებები...
"დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,"- ამ სიტყვებით დაიწყო ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, სიტყვით გამოსვლა Women in the World 2018 წლის სამიტზე. პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", რომელზეც თამარ ჩერგოლეიშვილი სიტყვით გამოდის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიხიელ ჯანელიძის ქართული დიასპორისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც შეჯამებულია გასულ 2017 წელს გაწეული მუშაობის შედეგები და მიღწევები. ვიცე -პრემიერის მიმამართვაში განსაკუთრებულად ხასგასმულია სახელმწიფოს დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელოლობა და ინტენსიური ურთიერთობების აუცილებლობა. ვიცე-რემიერის განცხადებაში ნათქვამია ასევე რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება დიასპორული ორგანიზაციების...
საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი აღნიშნულ რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური კვარტალური წერილით მიმართავს,  სადაც განვლილ პერიოდს აჯამებს და საკონსულოებში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც ეხება.  ელჩს მიაჩნია რომ აღნიშნული პრობლემური საკითხი მისი ახალი ინიციატივით შესაძლებელია მოგვარდეს. იოსებ ნანობაშვილის აზრით მოქალაქეებმა რიგის დასაკავებლად საკონსულოში...
  ძალიან გამიხარდა როდესაც ჩემმა მეგობარმა  ავთანდილ გიუნაშვილმა მახარა საბერძნეთიდან რომ გახსნილა საიტი diaspora.ge - ყველამ კარგად ვიცით ამ მცირე ერს რამხელა ემიგრაცია გვყავს და ასევე ვიცით ისიც თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დროში ინფორმაციის დროულად გავრცელებას და კომუნიკაციას ამიტომ. მჯერა ეს მნიშვნელოვანი საიტი სადაც თავმოყრილია ძალიან  საჭირო და...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ  საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკანიანს ინიციატივით მიმართა  რომ ,, მთავრობისა თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტების ფარგლებში, ყველა ოფიციალური შეხვედრის დროს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენ...
დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე...
    გილოცავთ ახალ წამოწყებას. ძალიან სასიხარულოა, როდესაც იზრდება დიასპორის თემატიკით დაინტერესებული საინფორმაციო საშუალებათა რიცხვი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ diaspora.ge უშუალოდ დიასპორაში მიმდინარე სიახლეების გამხმოვანებელი ვებ-გვერდი იქნება. განსაკუთრებით მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ ეს ინიციატივა თავად დიასპორას ეკუთვნის და ჩვენი აქტიური თანამემამულეების მეშვეობით განხორციელდა. გისურვებთ წარმატებებს. რატი ბრეგაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს...
რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი საინტერესო ფაქტს ასაჯაროვებს  და მართლაც მხარდასაჭერ მოსაზრებასაც  სთავაზობს ქართულ საზოგადოებას: ,,  თურქეთში და ბულგარეთში (შეიძლება სხვაგანაც, არ ვიცი) ასეთი ჩვეულება ყოფილა: ზამთრის პირზე, ხეებზე ქურთუკებს ჰკიდებენ უსახლკაროებისთვის და უპოვართათვის. მისაბაძია." აქვე გთავაზობთ მის მიერ გაზიარებულ ფოტოებსაც: