ემიგრანტების მხრიდან ხშირად ისმის უკმაყოფილება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და განსაკუთრებით საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა მიმართ. ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეების პრეტენზიები რეალობასთან ახლოსაა ხშირად კი კონსულის და ზოგადად საკონსულოს თანამშრომელთა უფლება - მოვალეობებს სცილდება. რა ევალება უცხოეთში საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმებულ და...
სკოლა სადაც ემიგრანტების შეურაცმყოფელი პედაგოგი მუშაობს ემიგრანტებს ბოდიშს უხდის. აღნიშნული ინფორმაცია DIASPORA.GE-ს იტალიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ ნათია გოგსაძემ დაგვიდასტურა, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა.
როგორც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ზესტაფონის სკოლა ,,ორნატში" სადაც სოფო აბესაძე პედაგოგის ადგილს იკავებს დირექცია და ადმინისტრაცია მომხდარს ინიცდენტს უწოდებს...
ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ,
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!
დაე, ამ მოვლენით განცდილმა სიხარულმა განმსჭვალოს ყოველი თქვენგანის გული და გონება, რათა მიიღოთ და განიცადოთ სიმდიდრე სიტკბოებისა, რომელიც ახლავს დღევანდელ დღეს. გიხაროდეთ,
აღსდგა ქრისტე მკვდრეთით, და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა!
აწ...
დიასპორა (ბერძნ. διασπορά - „გაბნევა“) — დიასპორას იწვევს იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება. თავდაპირველად ტერმინ „დიასპორას“ იყენებდნენ პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ (ძვ.წ. VI ს.), შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. შემდგომში იგი გავრცელდა სხვა...
,, საქართველოს ბევრი მოქალაქე, ბოდიში, მაგრამ ისე იქცევა, "უნახავმა რა ნახაო..." იმედი მაქვს, ეს პირველი ტალღა გადაივლის და ადამიანებს ეყოფათ გონიერება, უვიზო რეჟიმით ისე ისარგებლონ, როგორც რეგულაციებით არის გათვალისწინებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად ურთიერთობდეს მოსახლეობასთან, უხსნიდეს შექმნილ ვითარებას. ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ინფორმაციის საშუალებებს. "...
ართულ მედიაში ბოლო ორი დღის მანძილზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანია („გერმანია ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს“) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ორი დღეა აქტიურად განიხილავენ, რაც უვიზო მიმოსვლის საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით ბუნებრივია. თუმცა, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რა სისწრაფით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ გერმანია (ქვეტექსტით:...
რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი საინტერესო ფაქტს ასაჯაროვებს და მართლაც მხარდასაჭერ მოსაზრებასაც სთავაზობს ქართულ საზოგადოებას: ,, თურქეთში და ბულგარეთში (შეიძლება სხვაგანაც, არ ვიცი) ასეთი ჩვეულება ყოფილა: ზამთრის პირზე, ხეებზე ქურთუკებს ჰკიდებენ უსახლკაროებისთვის და უპოვართათვის. მისაბაძია."
აქვე გთავაზობთ მის მიერ გაზიარებულ ფოტოებსაც:
ევროპაში მესამე ქვეყნის მოქალაქეს თავშესაფარში იფარებენ ანუ სახელმწიფო მფარველობას სამი მოტივით გასცემენ პირველი ესაა ლტოლვილის სტატუსი, მეორე სუბსიდიური მფარველობა, ხოლო მესამე ფაქტორი მოქალაქეობის არ ქონა.
პირველი : ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება ნებისმიერ პირს, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება...
23 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიზანია იმის გაანალიზება - რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა სტატისტიკა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფები შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პირობად ასახელებენ. მთავარი...
მშვენიერი იდეაა... გილოცავთ !
ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, თუმცა გისურვებთ უფრო მეტ ინფორმაციებს დიასპორებიდან, მთავარია რომ გვერდმა მიაწოდოს დროულად და აქტუალური ინფორმაციები საზოგადოებას სწორედ დიასპორებიდან , სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ შეხვედრებზე და მოხდეს მისი გაშუქება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სწორედ დიასპორის წარმომადგენლებზე და ასე ძალიან ჩქარა მოიპოვებს პორტალი მკითხველს. მოკლედ ყველაფერი კარგია. წარმატებები...
































