საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის ინფორმაციით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტოკჰოლმის კულტურის სახლში ლიტერატურული ფესტივალი და წიგნის გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და პერფორმანს არტისტმა ზურაბ რთველიაშვილმა. ზურაბ რთველიაშვილის...
2018 წლის 2 აპრილს ჰამბურგის ელბფილარმონიაში გაიმართა ქართველი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის, და საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის პრემიერა, რახმანინოვისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ესწრებოდა აღნიშნულ საღამოს. https://www.facebook.com/EmbassyOfGeorgiaInGermany/videos/1845101245552956/ ელბფილარმონიის კავკასიისადმი მიძღვნილის ფესტივალის დამაგვირგვინებელი კონცერტით გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ. გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა...
რთდროულად ორი პროფესია აქვს – ეკონომიკური და ვოკალის მიმართულებით. უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, დღეს უკვე რეალობად აქცია. აპლოდისმენტების ხმა, დიდი სცენა და განათება – მიზანი მიღწეულია. ქართველი მეცოსოპრანო არაერთი გრან-პრის მფლობელია. გზა კონსერვატორიიდან ლა სკალას დიდ სცენამდე – მსოფლიო აღიარება პატარა ასაკში მოიპოვა...
13-20 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი,ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, იტალიაში გასტროლებს გამართავს. ქალაქ კალიარიში საბალეტო დასი მაყურებელს „გედების ტბას“ წარუდგენს. Teatro Lirico di Cagliari-ში შვიდი სპექტაკლი გაიმართება, რომელშიც Teatro Lirico di Cagliari-ის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლებს დავით მუქერია უდირიჟორებს. საბალეტო დასის გასტროლი იტალიაში ATER-ის (Associazione Teatrale Emilia...
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტი სიმპათიური მამაკაცის ვიდეოებმა დაიპყრო,განსაკუთრებით აქტიურად კი მის ვიდეოებს კი უცხოეთში მცხოვრები ქართველი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აზიარებდნენ, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის ვინ არის ის. ეს მამაკაცი როგორც აღმოჩნდა  - თურქი მსახიობი ჯან იამანია და ამჟამად ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ტელე-სერიალში იღებენ, რომელსაც ქართველი ქალბატონები ინტერნეტით ადევნებენ...
ანიტა რაჭველიშვილმა გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო: German Record Critics’ Award 2018 მიიღო 2018 წლის საუკეთესო აუდიოჩანაწერისთვის. პრესტიჟული ჯილდო 1980 წელს მუსიკალური ჩაწერის სფეროში უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების  შექმნის მიზნით დაარსდა. ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო დისკი მსმენელის აღფრთოვანებას იმსახურებს.  როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მილანის ლა სკალაში მისი „კარმენში“...
ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს ამერიკაში, კერძოდ, ჰოლივუდში ელოდებიან.მუსიკოსი 18 ივლისს კონცერტს ლოს ანჯელესში გამართავს. HollywoodBowl-ის ამფითეარტრში, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს, ხატია ბუნიათიშვილი ლოს ანჯელესის ფილარმონიურ ორკესტრთან და ვენესეულელ დირიჟორთან გუსტავო დუდამელთან ერთად წარსდგება. HollywoodBowl-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზების შორის აღიარებულია.პროგრამის თანახმად ხატია ბუნიათიშვილი სერგეი რახმანინოვის N3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. იხილეთ კონცერთის ნაწყვეტი...
,,ორშაბათს მუშაობას დაიწყებს ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია, რომელიც 300 წლოვან ქართულ-რუმინულ ურთიერთობათა ისტორიიდან გარკვეულ საკითხებს შეისწავლის, დაწყებული ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინე ბრინკოვიანუს ურთიერთობიდან, დამთავრებული გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც რუმინეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა." - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ქართველი დიპლომატი რომელიც...
2018 წლის მარტიდან თბილისში მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილია მუსიკალური სპექტაკლი „Welcome To Georgia - The Musical”.  წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატში ინგლისურ ენაზეა, რომელიც მაყურებელს საქართველოსა და ქართველების შესახებ მოუთხრობს. სპექტაკლში მაყურებელი წინ ცოცხლდება ქართული თვითმყოფადი კულტურა, როდესაც  ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს,  პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით ისმენს. მაყურებელი ...