8 სექტემბრს, ქ. ბარიში ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ,,Fiera del Levante’’ გაიხსნება. იტალიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, გამოფენაზე, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონიც იქნება წარმოდგენილი, გამოფენა 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია წინა წლებში აღნიშნულ გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის არ აღიარებული სეპარატისტული ხელისუფლების შესაბამისი უწყებები და წარმოადგენდნენ საქართველოს ამ კუთხის,...
ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ეჭვმიტანილი შეიძლება გახდეს საქართველოშია მას , ახლა ორი ადვოკატი იცავს. ნეაპოლიდან სამშობლოში თამარ მოდებაძის სიკვდილის დღეს დაბრუნებული ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც."
მისი მოსაზრებით...
იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=bySbkFK-cPk
18 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა მინსკში მყოფ ქართველ კლინიკურ ორდინატორებთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო ორდინატორების სწავლისა და პრაქტიკის გავლის პროცესს ბელარუსის სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, დაინტერესდა მათი ბინადრობის პირობებით. ორდინატორებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსში კლინიკურ ორდინატურაზე მოქმედ პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით,...
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის დინამიკა შემცირებულია, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გარდა ამისა, მიგრაციისა და უსაფრთხოების თემებზე სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმაციმსჯელეს: „ეს ის საკითხია, რაზეც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი...
გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.
https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/930702247098049/
საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნით ხელმოწერების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა. მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში 22 აპრილს ათენში ორგანიზებული აქციაა დაანონსებული: ,,ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობის შესაგროვებლად, დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. დარჩენილია მხოლოდ თქვენი...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკომიტეტო განხილვაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ...
ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგო ვალმსტრომთან. მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ და მარგო ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, განსაკუთრებით წარმატებულად შეფასდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად რაც საქართველოს...

































