"დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა" - ეს პოსტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაავრცელა. იგი უზბეკეთში დღეს აღიარეს. ქართველის გარდა,...
ეროვნული გმირის ორდენი - საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. ამ ჯილდოს შემოღებიდან, 2004 წლიდან, მხოლოდ 18 ადამიანს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.   საქართველოს ეროვნული გმირები ზვიად გამსახურდია - საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ფოტო: ეროვნული არქივი ქაქუცა ჩოლოყაშვილი - საქართველოს არმიის პოლკოვნიკი, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდგომ ჩამოაყალიბა პარტიზანული მოძრაობა შეფიცულთა რაზმი. 2013 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის...
საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს და ერთთვიანი კურსის მიზანია ფერეიდნელ ქართველებს შეასწავლონ ქართული ენა და ხალხური სიმღერა, გააცნონ საქართველო და დააახლოვონ სამშობლოს. გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილეებს თანატოლებთან მჭიდრო კონტაქტების გაბმა და საქართველოს კულტურისა და ყოფის...
მარიანა გეორგიადუ და ჯგუფი Salonic Stars კაკული გურიელაშვილთან ერთად საბერძნეთში 24 დეკემბერს კონცერტს გამართავენ. ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე ქართულ ენაზე განცხადებაც გავრცელდა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,, ძვირფასო მეგობრებო! მთავრდება 2017 წელი. ჩვენი გუნდისთვის ,SalonicStars, ეს წელი სავსე იყო მუსიკით, კონცერტებით, მოგზაურობით, Tv Show( x Factor,Voice,Eλλαδα εχεισ Ταλενδο) და იმ სითბოთი და...
კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ. პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა....
„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან...
ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. იხილეთ ინტერვიუ: https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297  
9 დეკემბერს, ქ. კაუნასში, საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლში გაიხსნა ქართველი მხატვრის ეკა ხუნწარიას პერსონალური გამოფენა. გამოფენის გახსნაზე მოსულ სტუმრებს ქართველმა მხატვარმა გააცნო თავისი შემოქმედება, აბრეშუმზე ხატვის სპეციფიკა და ტრადიციები. გამოფენა მომზადებულია ქართული მოტივებით და მასში წარმოდგენილია ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ტექსტილის სამხატვრო სტუდია "SILKROOM” - “აბრეშუმის ოთახი”,...
ესპანეთში ქ. ალიკანტეში ქართული კულტურის დღეების ფესტივალი გაიმართა, ფესტივალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საპატიო სტუმრის სტატუსითს დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქ. ალიკანტეში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლი „ივერია“ და ქ. ბარსელონაში არსებული ცეკვის ანსამბლი „საქართველო ქართული ცეკვებით წარსდგნენ. ...
რადიო თავისუფლების გადაცემა ,,პერსპექტივაში" ოქროპირ რუხაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოში ცხოვრობენ. ამჟერად შინ -უცხოეთში ჯაბა გეგეშიძეს ეწვია, პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის დასის მომღერალმა კი  ჩეხეთის დედაქალაქში, მდინარეზე, ნავში იმღერა. კლასიკური მუსიკის ქალაქში ქართული ჰანგები წყალზე აჟღერდა. იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=GHUCoXJpwWw