ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურმა ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. გიორგის, ჟურნალისტებმა "გენტში" ადაპტირებაზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს კითხვები, რაზეც  ჩაკვეტაძემ ვრცლად ისაუბრა. https://www.youtube.com/watch?v=7YMDf-yLauM ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ "გენტმა" ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის "ბაიერნს" ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტპორტალი fusballtransfers.com და T-online.de აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს...
ქ. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა პორტუგალიის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ოთარ კვანტიძე. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველმა სხვა მეტოქეების გარდა დაამარცხა აზერბაიჯანელი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (რომელსაც მანამდე 43 შეხვედრა წაუგებლად ჰქონდა ჩატარებული), ხოლო საბოლოო ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა, რაც პორტუგალიის სახელით მოასპარეზე...
ნორა ლობჟანიძის წარმატების ფორმულა ბოდიბილდინგი საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, საქართველოში ის მხოლოდ ბოლო წლებში განავითარეს ქართველმა ენთუზიასტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბოდიბილდერებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე მსოფლიო ასპარეზზეც წარმოაჩინეს. 26 წლის ქართველი ნორა ლობჟანიძე წლებია, გერმანიაში ამ საქმითაა დაკავებული....
matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია. მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა. „საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე...
საფრანგეთში ქართველი სპორტსმენი ტრაგიკული შემთხვევით გარდაიცვალა. 26 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის "გროლეს" მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და "ლავორთან" მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ. ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა.