23 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიზანია იმის გაანალიზება - რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა სტატისტიკა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფები შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პირობად ასახელებენ. მთავარი...
საბერძნეთში მოღვაწე იურისტი პაატა სიმსივეს საბერნეთში მცხოვრები ემიგრანტებისადმი საყურადღებო განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : ,, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ ისინი ვინც ვიზიტს(რანდევუს) არ ნიშნავთ გადავადებაზე. ყველას ვისაც ბინადრობის უფლებაზე (ადია დიამონზე) ვადა გაუვიდა ან მალე გასდის აუცილებლად უნდა დანიშნოთ რანდევუ თორემ შემდეგ შეიძლება ყველაფერი ძალიან ძალიან...
თუ რატომ მიემგზავრება გია ჯაჯანიძე ათენში და რა მისია ექნება 2 თებერვალს მას ბერძენთა დედაქალაქში, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა არსებობს ამის შესახებ ინფორმაციას ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია" ავრცელებს.
როგორც ცნობილი დიასპორული ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა საბერძნეთის დედაქალაქში 2 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, კინო-თეატრში „ტრიანონ“ (ΤΡΙΑΝΟΝ), გიორგი ჩიტაურის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად როგორც ჩვენთვის DIASPORA.GE -სთვის გახდა ცნობილი თებერვლიდან მუხრან გულაღაშვილი უხელმძღვანელბს . აღნიშნული თანამდებობა გასული წლის სექტემბრიდან არის ვაკანტური და მის ხელმძღვანელად დიასპორის ნაწილი ზაალ სარაჯიშვილის წარდგენას ითხოვდა.
მუხრან გულაღაშვილი დღემდე საბერძნეთში...
6 მაისს ათენში თეატრ ''ალკიონში'' ნინი შერმადინის კონცერტი გაიმართება. კონცერტი შ.პ.ს. ''ლამარია''-ს მიერ არის ორგანიზებული და მისი ხელმძღვანელის ლიგია მუშკუდიანის თქმით ის ემიგრანტებს დაუვიწყარ, ქართული მუსიკალური ხელოვნების ზეიმს და დიდი ხნის მონატრებულ ორგანიზებულ საღამოს აჩუქებს.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნინი შერმადინი, ათენის მსმენელისათვის ცნობილი გახდა 2009 წელს, როდესაც ბერძნულ ''The...
საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის საკითხები დააყენეს, ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა , მისი თქმით:,, დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად გაფართოებული საქმიანი შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ელჩთან საქართველოში, რომელზედაც ძირითადად ქართველ ემიგრანტებზე და...
AMKA სოციალური დაზღვევის კოდი AMKA- ს ნომრის გასახსნელად თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ-მიხვიიდეთ ნებისმიერ უბნის ΚΕΠში . თან უნდა იქონიოთ პასპორტი, ბინადრობის ნებართვა და აფმ კოდის მინიჭების დამდასტურებელი საბუთი.
ΑΦΜ Αριθμός Φορολογικού Μητρώου გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიკაციის კოდი. საბერძნეთში მცხოვრებ ყველა პირს საგადასახადო სამსახურის მიერ გაცემული უნიკალური ნომერი აქვს. ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ასევე,...
საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, პორტალ Diaspora.ge-სთან თანამშრომლობით საბერძნეთში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით ახალ საგანმანეთლებლო პროექტს იწყებს . პროექტი რომლის სახელწოდებაც არის ,,საქართველო და ევროპა“ მიზნად ისახავს ევროპული ფასეულობების მხარდაჭერას და მასში ახალგაზრდების თანამონაწილეობას - ნათქვამია ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების, ევროპული ფასეულობების,...
მიხეილ სააკაშვილი დიასპორის მიმართულებით კვლავ აქტიურდება. გავრცელებული ინფორმაციის მხარდამჭერები მას ათენში ოქტომბერში ელოდებიან. tvalsazrisi.ge-ს ცნობით ათენში ის მხარდამჭერებთან შესახვედრად 11 ოქტომბერს მილანიდან ჩავა, როგორც ქართული მედია საშუალება წერს ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ნატატო გიორგაძის განცხადების საფუძველზე ავრცელებს, ხოლო აღნიშნულ ინფორაციას ასევე ადასტურებენ ათენში მიხეილს...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
































